ტექსტის ავტორი: ირაკლი აფრასიძე
როდესაც სკოლაში შევედი და ციფრების წერა ვისწავლე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ციფრი 0 ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდებოდა. ჯანმრთელობა გაუარესებული დედა მეცოდებოდა, ამიტომაც მის დასახმარებლად მეექვსე კლასელი სკოლიდან გამოვედი.
20 წლისა ძალით გამათხოვეს. ქმართან ერთად კოდორის ხეობაში გადავსახლდი, ცხოვრება ნულიდან დავიწყე. მესაქონლეობას ვეწეოდით, თუმცა შვილების მომავლისთვის ვარჩიეთ აფხაზეთში გადასვლა. კვლავ ცხოვრების ნულიდან დაწყება მომიწია. სულგუნი ამომყავდა და ბაზარში ვყიდდი, ეს საქმე მეზობლებსაც ვასწავლე.
ამას მოჰყვა ჩემთვის ძალიან მძიმედ გასახსენებელი აფხაზეთის ომი, დევნილობა და უკიდურესი გაჭირვება. აქ კვლავ თავს იჩენს ჩემი თანამგზავრი ნული. დავბრუნდი მშობლიურ ჭუბერში და ცხოვრება უკვე მესამედ დავიწყე ნულიდან, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამდენი ნული ახლა 5 შვილი და 12 შვილიშვილია.