ტექსტის ავტორი: თამარ ოთხვანი , მარიამ ცინდელიანი, თამარ ვიბლიანი, მონიკა გვარმიანი
არის ერთი ქალი, რომელიც დიდ სახლში თითქმის მარტო ცხოვრობს. ყველა საქმეს ის აკეთებს, როცა თავისი შვილი სოფელში არ არის.
ჰყავს ბევრი შვილიშვილი, მაგრამ ისინი მის სოფელში აღარ ცხოვრობენ, ის ბოსელშიც მარტო დადის და მარტო ჩეხს შეშას, მარტო შეაქვს სახლში, ზოგჯერ ეხმარებიან ბავშვები. შეშასაც უჩეხენ, სახლშიც შეაქვთ და ის მათ კანფეტებით ან შოკოლადებით უმასპინძლდება. მისი სახელია თინა, ის ძალიან კეთილი ქალია. მას ჰყავდა ოთხი ძროხა, მაგრამ ერთი მგლებმა შეუჭამეს და მას შემდეგ მხოლოდ სამი ძროხა დარჩა.