ბატონი ნოდარის ისტორია

ტექსტის ავტორი: გიორგი კვირიკაძე, გიორგი ჭკადუა, მარი ჭკადუა

ბატონი ნოდარი დაიბადა სოფელ ნაკრაში 1948 წელს, სწავლობდა ნაკრის 8 წლიან სკოლაში შემდეგ გადავიდა სოფ. ჭუბერში და იქ დაამთავრა სკოლა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ფარმაციის განრით. სწავლობდა ოთხი წლის განმავლობაში, 1977 წელს გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონებში , თვითონ კი როგორც მესტიის რაიონის მკვიდრი მესტიის რაიონში მოხვდა და დაიწყო მუშაობა მესტიის რაიონის ცენტრალურ აფთიაქში. მუშაობდა სოფელ ბეჩოში, ჭუბერში და 1926 წლიდან კი ხაიშში სადაც დღემდე მუშაობს. თავდაპირველად აფთიაქის შენობა მთავრობას ეკუთვნოდა მაგრამ რევოლუციის შემდეგ თავის საკუთრებაში აქვს. ცოლი ექიმი იყო, წარმოშობით აფხაზეთიდან, და ცხოვრობდა ქალაქ გაგრაში. იქ სახლიც ჰქონდათ ნაყიდი და მთელი ოჯახით გადასვლას აპირებდა, თუმცა დაიწყო აფხაზეთის ომი, დაკარგა სახლიც და სოფელ ხაიშში დასახლდა თავისი ცოლ-შვილით.

DSCN0936

ხაიშის აფთიაქში მუშაობის განმავლობაში, არეულობის პერიოდში, ბევრი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. ამავე პერიოში თბილისიდან ჩამოჰქონდა წამლები და მთელ რაიონს ამარაგებდა.აფთიაქის ირგვლივ გააშენა ბაღი და ბოსტანი რადგან მოსწონს მათი მოვლა და როცა თავისუფალი დრო აქვს მათ უვლის.

ბატონი ნოდარი ფიქრობს რომ ზარალი უნდა აუნაზღაურდეს ყველა აფხაზეთის ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანს რადგან მას არ აუნაზღაურდა ის დანაკარგი რაც აფხაზეთის ომის შედეგად მიადგა.

IMG_1846

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *