ჭუბერი

ტექსტის ავტორი: აჩი ვიბლიანი

“მეცხრე კლასში ვიყავი, პირველად ,,რა, სად, როდის?“-ის შესახებ რომ შევიტყვე. ძალიან მინდოდა სკოლის ნაკრებში მოხვედრა. ბევრს ვმეცადინეობდი, ვნერვიულობდი. ჩემდა გასაოცრად, ექვსეულში მოვხვდი. შემდეგი ეტაპისთვის ვემზადებოდი, მესტიაში წავედით და მეორე ადგილს დავჯერდით. შემდეგ წელს მე-10 კლასში ოდნავ უკან დავიხიეთ, მესამე ადგილი ავიღეთ, ისევ გაგვიჩნდა შანსი, ჩვენი თავი წარმოგვეჩინა.”“დარბაზში შევდივართ, ჩვენს ადგილს ვიკავებთ, პირველი, მეორე, მესამე კითხვა. კითხვები ძალიან რთული არ მეჩვენება, თუმცა ჩვენს მოწინააღმდეგე ერთ გუნდს უკეთესი შედეგები აღმოაჩნდა. იმედი გადამეწურა, უცებ წამყვანის ხმამ მეხივით დაიჭექა, იგი გულშემატკივრებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თურმე ისინი თავიანთ გუნდს კარნახობდნენ, იმ გუნდს, რომელიც ჩვენ გვისწრებდა.”

“თამაში გაგრძელდა გულშემატკივრების გარეშე, ქულები კი ჯერ ისევ უცნობი იყო. დაძაბულობა მატულობდა, 16 გუნდიდან 2 გუნდი ლიდერობდა, ერთი მეორეს 1 ქულით უსწრებდა, ერთი კითხვა წყვეტდა ყველაფერს, ყველანაირი იმედი დავკარგე. გუნდის წევრებს ვამშვიდებდი, რომ მომავალ წელს კიდევ ვცდიდით ბედს. პასუხები გამოაცხადეს, წამყვანმა თქვა: გამარჯვებული გუნდია – ,,ჭუბერი“, ე.ი. ჩვენ!”

“მშვენიერი განცდაა, შენი სოფლის, შენი სკოლის, შენი მშობლების მოლოდინს რომ ამართლებ.”

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *