სიმარტოვე

ტექსტის ავტორი: ლაშა ცინდელიანი, გოგა ცინდელიანი
კვლევა: ნინი გვარამია, თიკო ოთხვანი

ნაკრელი სტუდენტების კოლექტიური ნამუშევარი. ისინი მარტოხელა ნაკრელ ქალბატონს უკავშირდებიან. ნამუშევარი ვიზუალირი ისტორიის შექმნის ეთიკის მშვენიერი მაგალითია, რადგან ქალბატონს კამერის შეეშინდა. ფოტოგრაფებმა და ისტორიის ავტორებმა ისწავლეს როგორ გადმოეცათ ისტორია გმირის პატივისცემის გათვალისწინებით.

Goga cindelianilasha cindeliani050

ჭუბერი

ტექსტის ავტორი: აჩი ვიბლიანი

“მეცხრე კლასში ვიყავი, პირველად ,,რა, სად, როდის?“-ის შესახებ რომ შევიტყვე. ძალიან მინდოდა სკოლის ნაკრებში მოხვედრა. ბევრს ვმეცადინეობდი, ვნერვიულობდი. ჩემდა გასაოცრად, ექვსეულში მოვხვდი. შემდეგი ეტაპისთვის ვემზადებოდი, მესტიაში წავედით და მეორე ადგილს დავჯერდით. შემდეგ წელს მე-10 კლასში ოდნავ უკან დავიხიეთ, მესამე ადგილი ავიღეთ, ისევ გაგვიჩნდა შანსი, ჩვენი თავი წარმოგვეჩინა.” დაწვრილებით

ბავშვობაში

ტექსტის ავტორი: მარი ვიბლიანი

“მე მოვყვები ჩემს ბავშვობაზე, რომელიც კარგად არ მახსოვს, მაგრამ, ვფიქრობ, რამხელაც არ უნდა ვიყო, მნიშვნელოვანი მომენტები არასდროს დამავიწყდება. მე მოვყვები ბებიასა და ბაბუაზე, რომლებიც ძალიან მიყვარს და ახლაც ჩემს გვერდით არიან. თითქმის 5 წელზე მეტია გასული, მაგრამ დღესაც მახსოვს, როგორ მამეცადინებდა ბებო, სანამ გაკვეთილებს არ ჩავაბარებდი, ასევე, ბაბუა. ბაბუა და ბებია ჩემთვის მისაბაძი ადამიანები არიან, როგორც მაშინ, მათგან ახლაც დიდ სიყვარულს ვგრძნობ. შემთხვევითი არაა, რომ ბებიასა და ბაბუაზე დავწერე, შემეძლო სხვა უამრავი რამ მომეყოლა, მაგრამ დღეს მათზე წერა ვამჯობინე. ამ ყველაფერს ბებიასა და ბაბუას აუცილებლად ვაჩვენებ.”