ხაიშის უხუცესი

ტექსტის ავტორი: ანა ჭკადუა, მამუკა ჭკადუა, ჟანა ზუმაძე

“დავიბადე 1914 წლის 5 მიასს, გავთხოვდი 21 წლის ვარ ადგილობრივი უმეტეს წილად ხაიშში მიცხოვრია. ჩემი ხნის ამ სოფელში არავინ არაა, ომ გამოვლილი ვარ, იყო შიმშილობა ქურდობა გვიპარავდნენ საქონელს იყო ძვალთ გლეჯა, ყველა შვილი გარდამეცვალა, ჩემთვის საუკეთესო დღეს ვერ ვიხსენებ მაგრამ მქონდა კარგი დღეები როცა ქმარი მყავდა და ყველაფერი ყელამდე გვქონდა, ბევრი ვინმე მოსულა ჩემთან მაგრამ არავის მოუქცევია დიდად ყურადღება. ვარ უპატრონოდ არავინ არ მაქცევს ყურადღებას. 1 თვე ვიყავი ლოგინად ჩავარდნილი და ეხლა ძალიან მიჭირს სიარული, თვალს მაკლია. ვარ 102 წლის და ჩემი ხნის არავინ არ არის ამ სოფელში…არ ვარ კმაყოფილი ამ ჩემი ცხოვრების. ვფიქრობ ცხოვრება უსამართლოა.”

ისტორიის მასწავლებელი

ტექსტის ავტორი: გიორგი კვირიკაძე, ბეთქილ ჭკადუა

text in progress…

ანდრიას ისტორია (ხაიში)

ტექსტის ავტორი: ზვიად ნიჟარაძე, ლუკა ზუმაძე, ანა ნიჟარაძე

“მე ვარ ანდრია, 7 წლის. ვცხოვრობ ხაიშში და ძალიან მიყვარს ძიუდო.არასოდეს არ მიყვარდა ძაღლები რადგან მათ ძალიან ბასრი კბილები აქვთ არც ჩემ ძაღლს ვუვლიდი არ ვაჭმევდი .”

DSCN0767

“ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებისას უცხო ძაღლი დამხვდა გზაზე და ძალიან შემეშინდა უნდა ეკბინა ისე ჩემი ძაღლი დამოუხტა და გადამარჩინა.მას შემდეგ ჩემი ძაღლი ძალიან მიყვარს.”

ნაგავი და ტყე

ტექსტის ავტორი: ზვიად ნიჟარაძე

“ერთ დღეს გადავწყვიტე, გავყოლოდი ბიძაჩემს ტყეში. როდესაც ტყეში მივედით, ერთი ლამაზი ადგილი ვნახე, რომელიც ძალიან მომეწონა. რამდენიმე თვის შემდეგ შევკრიბე ჩემი მეგობრები, ფული შევაგროვეთ, სასუსნავი, გაზიანი სასმელი ვიყიდეთ და გადავწყვიტეთ იმ მშვენიერ ადგილას წასვლა. როდესაც მოვედით, ძალიან დაგვწყდა გული, რადგან იქ უკვე ყოფილან და დაუნაგვიანებიათ იქურობა.” დაწვრილებით

გადასახლება აფხაზეთიდან

ტექსტის ავტორი: ანა ჭკადუა, მამუკა ჭკადუა, ჟანა ზუმაძე

DSCN1093

“დავიბადე მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში 1944 წლის 22 თებერვალს. ძალიან ბევრი ტრაგედია გადამხდენია თავს, მაგრამ ყველაზე მწარე იყო შვილების დაკარგვა, 4 შვილი მყავდა. 8 წელი ვიცხოვრე აფხაზეთში, შემდეგ გადმომასახლეს საქართველოში. ბევრი ომი მინახავს, შიმშილობა, საქონლის ქურდობა და გაჭირვება. ჩემთვის საუკეთესო დროს ვერც ვიხსენებ, გარდა იმისა, როცა ქმარი მყავდა. ამჟამად სიარული მიჭირს, თვალთ დამაკლდა, წამლისა და საჭმლის ფული არ მაქვს. ჩემისთანა გაჭირვებული ხაიშში არავინ არის. სჯობდა, ამ ყველაფერს არ მოვსწრებოდი. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც ყველაფერთან გვიწევს შეგუება.”