დროის კვალი

ტექსტის ავტორი: ანა ვიბლიანი, ანა ვიბლიანი, ქეთი ცინდელიანი

წარმოდგენილი ისტორია ნაკრელი სამი სტუდენტის კოლექტიური ნამუშევარია. ავტორებმა შეარჩიეს სოფლის ყველაზე უხუცესი ადამიანი. ისინი თვლიან, რომ ეს სწორედ ის ადამიანია ვინც პატივისცემას იმსახურებს. ქალბატონმა წინა საუკუნის ისტორიები იცის და კარგად ახსოვს ბავშვობა. ის ემოციით იხსენებს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას რაც კი სოფელში მომხდარა. ძველ ტრადიციებსა და ყოფა-ცხოვრების ამსახველ ფაქტებს გულდასმით უზიარებს ახალგაზრდებს. ისტორიის გმირი ახლა ისეთი მოხუცია, რომ გარეთაც ვეღარ გადის და ავტორებზე მისი მდგომარეობა ემოციურად აისახება. ისინი თვლიან, რომ ასეთი უხუცესი მოქალაქე მხოლოდ სიყვარულს და სითბოს იმსახურებს ადგილობრივებისგან. “ჩვენ იმდენი ახალი შევიტყვეთ მასთან საუბრისას, რომ ახლა უფრო მეტი ვიცით ჩვენი მიწის შესახებ” – ამბობენ სტუდენტები.

თინა ბებო

ტექსტის ავტორი: თამარ ოთხვანი , მარიამ ცინდელიანი,
თამარ ვიბლიანი, მონიკა გვარმიანი

Tamari otxvani037 copy

არის ერთი ქალი, რომელიც დიდ სახლში თითქმის მარტო ცხოვრობს. ყველა საქმეს ის აკეთებს, როცა თავისი შვილი სოფელში არ არის. დაწვრილებით

ბატონი ნოდარის ისტორია

ტექსტის ავტორი: გიორგი კვირიკაძე, გიორგი ჭკადუა, მარი ჭკადუა

ბატონი ნოდარი დაიბადა სოფელ ნაკრაში 1948 წელს, სწავლობდა ნაკრის 8 წლიან სკოლაში შემდეგ გადავიდა სოფ. ჭუბერში და იქ დაამთავრა სკოლა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ფარმაციის განრით. სწავლობდა ოთხი წლის განმავლობაში, 1977 წელს გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონებში , თვითონ კი როგორც მესტიის რაიონის მკვიდრი მესტიის რაიონში მოხვდა და დაიწყო მუშაობა მესტიის რაიონის ცენტრალურ აფთიაქში. მუშაობდა სოფელ ბეჩოში, ჭუბერში და 1926 წლიდან კი ხაიშში სადაც დღემდე მუშაობს. თავდაპირველად აფთიაქის შენობა მთავრობას ეკუთვნოდა მაგრამ რევოლუციის შემდეგ თავის საკუთრებაში აქვს. ცოლი ექიმი იყო, წარმოშობით აფხაზეთიდან, და ცხოვრობდა ქალაქ გაგრაში. იქ სახლიც ჰქონდათ ნაყიდი და მთელი ოჯახით გადასვლას აპირებდა, თუმცა დაიწყო აფხაზეთის ომი, დაკარგა სახლიც და სოფელ ხაიშში დასახლდა თავისი ცოლ-შვილით.

DSCN0936

ხაიშის აფთიაქში მუშაობის განმავლობაში, არეულობის პერიოდში, ბევრი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან. ამავე პერიოში თბილისიდან ჩამოჰქონდა წამლები და მთელ რაიონს ამარაგებდა. დაწვრილებით

სიმარტოვე

ტექსტის ავტორი: ლაშა ცინდელიანი, გოგა ცინდელიანი
კვლევა: ნინი გვარამია, თიკო ოთხვანი

ნაკრელი სტუდენტების კოლექტიური ნამუშევარი. ისინი მარტოხელა ნაკრელ ქალბატონს უკავშირდებიან. ნამუშევარი ვიზუალირი ისტორიის შექმნის ეთიკის მშვენიერი მაგალითია, რადგან ქალბატონს კამერის შეეშინდა. ფოტოგრაფებმა და ისტორიის ავტორებმა ისწავლეს როგორ გადმოეცათ ისტორია გმირის პატივისცემის გათვალისწინებით.

Goga cindelianilasha cindeliani050

ბავშვობაში

ტექსტის ავტორი: მარი ვიბლიანი

“მე მოვყვები ჩემს ბავშვობაზე, რომელიც კარგად არ მახსოვს, მაგრამ, ვფიქრობ, რამხელაც არ უნდა ვიყო, მნიშვნელოვანი მომენტები არასდროს დამავიწყდება. მე მოვყვები ბებიასა და ბაბუაზე, რომლებიც ძალიან მიყვარს და ახლაც ჩემს გვერდით არიან. თითქმის 5 წელზე მეტია გასული, მაგრამ დღესაც მახსოვს, როგორ მამეცადინებდა ბებო, სანამ გაკვეთილებს არ ჩავაბარებდი, ასევე, ბაბუა. ბაბუა და ბებია ჩემთვის მისაბაძი ადამიანები არიან, როგორც მაშინ, მათგან ახლაც დიდ სიყვარულს ვგრძნობ. შემთხვევითი არაა, რომ ბებიასა და ბაბუაზე დავწერე, შემეძლო სხვა უამრავი რამ მომეყოლა, მაგრამ დღეს მათზე წერა ვამჯობინე. ამ ყველაფერს ბებიასა და ბაბუას აუცილებლად ვაჩვენებ.”