ნაგავი და ტყე

ტექსტის ავტორი: ზვიად ნიჟარაძე

“ერთ დღეს გადავწყვიტე, გავყოლოდი ბიძაჩემს ტყეში. როდესაც ტყეში მივედით, ერთი ლამაზი ადგილი ვნახე, რომელიც ძალიან მომეწონა. რამდენიმე თვის შემდეგ შევკრიბე ჩემი მეგობრები, ფული შევაგროვეთ, სასუსნავი, გაზიანი სასმელი ვიყიდეთ და გადავწყვიტეთ იმ მშვენიერ ადგილას წასვლა. როდესაც მოვედით, ძალიან დაგვწყდა გული, რადგან იქ უკვე ყოფილან და დაუნაგვიანებიათ იქურობა.”

3 copy

“ჩვენ ამის გამო უკან გვინდოდა გაბრუნება. ძალიან მინდა, რომ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში გადაიჭრას, რადგან საქართველოს ძალიან ლამაზი ბუნება ნადგურდება და იწამლება. როდემდე უნდა იყოს ეს პრობლემა საქართველოში!”

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *