ზემო სვანეთი, საქართველოს კავკასიის მთების ერთ–ერთი რეგიონი, არის ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობის სამშობლო, და განსაცვიფრებელი სილამაზით გამოირჩევა. სვანური კულტურა თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რამაც გამოხატულეა ჰპოვა ზეპირსიტყვიერებაში, ტრადიციულ საქმიანობაში, ხალხურ რეწვასა და ხელოვნებაში. ამასთანავე სვანური კულტურული მემკვიდრეობა და ბუნებრივი გარემო საფრთხის ქვეშაა, რაც გამოწვეულია გლობალიზაციითა და რეგიონში ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით.
პროექტი, სათაურით “ჩვენ ვართ სვანეთი” მიზნად ისახავს თანამედროვე სვანური თემის პორტრეტის დახატვას, და სვანური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. იგი შთააგონებს სვან ბავშვებს გამოიკვლიონ საკუთარი კულტურა და ბუნება ფოტოგრაფიისა და წერილობითი თხრობის მეშვეობით. იხილეთ “სვანეთის ფოტო–ისტორიების” ნაწილი, რომელშიც თავმოყრილია ჭუბერელი, ხაიშელი და ნაკრელი ბავშვების ფოტო–ნამუშევრები.
ჩვენ ვართ სვანეთი!